რუსულენოვანი ჟურნალი "Кавказский Акцент" გამოდის 2010 წლიდან (ფინანსური მხარდამჭერი:ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო") და წარმოადგენს კავშირის - "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი" - ბეჭდვით ორგანოს. რედაქცია განთავსებულია "კავკასიურ სახლში", რომელიც უზრუნველყოფს მას კომპიუტერული ტექნიკით, ინტერნეტითა და საოფისე ფართით.
1999-2006 წწ. გამოდიოდა ამავე სახელწოდების გაზეთი, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე მრავალი ცვლილება განიცადა, ვიდრე ჟურნალის სახეს მიიღებდა, თუმცა, მისი კონცეპტუალური მხარე, ძირითადად, უცვლელი დარჩა.
ჟურნალის მიზანია:
კავკასიაში მიმდინარე პროცესების გაშუქება; რეგიონში ეროვნულ უმცირესობათა ინტერესების
დაცვისა და მათი ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა; ეკოლოგიური და მოქალაქეობრივი
ცნობიერების დანერგვა; არასამთავრობო სექტორის მუშაობის ასახვა; ასევე:
საქართველოში რუსულენოვანი მედიის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა.
ჟურნალს სურს
იყოს კავკასიის დემოკრატიული და ინტელექტუალური ძალების ტრიბუნა.
აღნიშნული ჟურნალის
გამოცემა "კავკასიური
სახლისთვის" ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა ჟურნალის გამოცემის ხანგრძლივი გარანტიის მოსაპოვებლად და ამ მიმართულებით სიამოვნებით ვითანამშრომოლებთ ნებისმიერ
დაინტერესებულ ორგანიზაციასთან.















