"კავკასიურ სახლთან" არსებული ,,შაბათ-კვირის სკოლა~ დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის შეიქმნა 2001 წელს ევროპული ფონდის, HORIZON-ის მხარდაჭერით.
2008-2009
წლების "შაბათ კვირის სკოლის" მე-14 ნაკადი ძირითადად იმ ლტოლვილი
ბავშვებისაგან დაკომპლექტდა, რომელთა ოჯახები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს
გამოაძევეს თავიანთი სახლებიდან.
27 მოსწავლისაგან შემდგარი ჯგუფი ამჯერადაც მრავალეროვანი იყო. ქართველებს შორის
იყვნენ აზერბაიჯანელი, სომეხი და რუსი ბავშვები. ომგამოვლილი მოზარდები
დათრგუნულები და არაკონტაქტურები იყვნენ. პროექტის ავტორმა, მასწავლებლებმა და
თანაჯგუფელმა მოსწავლეებმა თავიანთი სითბოთი და სიყვარულით შეძლეს დევნილი
ბავშვების სწავლასა და ყველა ღონისძიებაში წარმატებით ჩართვა.
ამის შედეგი იყო მათი მიღწევები სკოლის საჭადრაკო ტურნირში. პირველი, მეორე, მესამე ადგილების დაკავებისათვის დევნილ მოსწავლეებს პრიზები და ფასიანი საჩუქრები ცნობილმა მოჭადრაკემ, ნანა ალექსანდრიამ გადასცა.
ბავშვების გახალისებას ხელი შეუწყვეს სრულიად ახლებურად ჩატარებულმა გაკვეთილებმა, სხვადასხვა შემეცნებით-გასართობმა ღონისძიებამ, ექსკურსია-ლაშქრობამ. მოსწავლეები დაესწრნენ სპექტაკლებს თეატრებსა და ოპერაში, მოინახულეს მუზეუმები. ინვალიდ ბავშვებთან ერთად მოაწყვეს თავიანთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, შეხვდნენ აფხაზეთიდან დევნილ მწერალს და სხვა.
ექვსთვიანი
კურსის ბოლოსათვის მოსწავლეებმა მოამზადეს მრავალფეროვანი პროგრამა:
კონცერტი, სადაც წარმოდგენილი იქნება მათი შემოქმედება, სიმღერა, ცეკვა, ლექსები,
ქართულ, აზერბაიჯანულ, ოსურ, სომხურ, აფხაზურ, ჩეჩნურ, ჩერქეზულ ენებზე; პოდიუმი _
თავიანთი ხელით, ცელოფნებისაგან შეკერილი კოსტუმებისა და აქსესუარების
საჩვენებლად; ჩრდილების თეატრის სპექტაკლები - ნაირა გელაშვილის ნაწარმოებისა და
კავკასიური ზღაპრების მიხედვით.















