კავკასიური სახალხო უნივერსიტეტი-საუბრები კავკასიის შესახებ
"კავკასიური სახლის" პროექტი - "კავკასიოლოგიური სახალხო უნივერსიტეტი".ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოსა და ევროპული ფონდი "ჰორიზონტის" მხარდაჭერით "კავკასიური სახლი" ახორციელებს პროექტს "კავკასიოლოგიური სახალხო უნივერსიტეტი". პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის ინფორმაციია მიწოდებას კავკასიის კულტურის, ეკონომიკური სივრცხის, ისტორიის,ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, დემოგრაფიის საკითხებზე. ციკლებად წარმოდგენილი სემინრების რიგი ეძღვნება ჩერქეზებს, ჩეჩნებს, დაღესტნის ხალხებს, ინგუშებს, აფხაზებს, ოსებს, ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს... სემინარებზე ლექციებს კითხულობენ კვალიფიციური სპეციალისტები - ისტორიკოსები, კულტუროლოგები, პოლიტოლოგები, ეთნოფსიქოლოგები, რომლებიც მსმენელებს გააცნობენ კავკასიაში მიმდინარე ურთულეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს.
“სახალხო უნივერსიტეტში” ფუნქციონირებს ორი - რუსული და ქართული სექტორი. რუსულ სექტორში გაერთიანებულნი არიან როგორც საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, ისე კავკასიის სხვადასხვა რეგიონებიდან - დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ყარაჩაი - ჩერქეზეთიდან საქართველოში სასაწავლებლად ჩამოსული ახალგაზრდები.
პროექტის კიდევ ერთი მიზანია კავკასიელ ხალხებს შორის საერთო კავკასიური ერთობის - ერთიანი კულტურულ-მეცნიერული და ეკონომიკური სივრცის შექმნის იდეის დამკვიდრება და პოპულარიზაცია, კავკასიელ ხალხებს შორის ნდობის, ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა და განმტკიცება, რაც ხელს შეუწყობს მყარი ნიადაგის შექმნას კავკასიაში სამსვიდობო მოძრაობის ასაღორძინებლად მოლაპარაკებების, კულტურათა დიალოგის, სახალხო დიპლომატიის გზით.
მიგვაჩნია, რომ ასეთი ცოდნით არჭურვილი ახალგაზრდები მომავალში თვითონ იქნებიან წარმატებული სპეციალისტები კავკასიოლოოგის სფეროში, პოპულარიზატორები საერთო კავკასიური სახლის იდეისა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ჯანსაღი კლიმატის შექმნას კავკასიელი ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და სტაბილურობისთვის რეგიონში.















