ქართველ და რუს ახალგაზრდა პროფესიონალთა დიალოგი იწყება



ქართველ და რუს ახალგაზრდა პროფესიონალთა დიალოგი იწყება



”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი-კავკასიური სახლი” იწყებს პროექტს ”ქართველ და რუს ახალგაზრდა პროფესიონალთა დიალოგი”.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ნდობის მშენებლობასა და გრძელვადიან მშვიდობას ქართულ და რუსულ საზოგადოებებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოში სტუმრად ჩამოვლენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები - რუსეთის აკადემიური წრეებიდან, სხვადასხვა ტიპის უფლებადაცვითი და მედია ორგანიზაციებიდან. ქართველ კოლეგებთან ერთად, ისინი შეხვდებიან საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და არა სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, აგრეთვე დამოუკიდებელ ექსპერტებს.

 

პროექტის ბოლოს იგეგმება სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიის განსაზღვრა და ერთობლივი ბლოგის შექმნა.

 

 


პრეზენტაცია გაიმართება:

”კავკასიური სახლის” ოფისში 16 იანვარს, 10 საათზე

                                                                    მისამართი: გ. ტაბიძის 20

გამოცემები
ფოტო გალერეა
ვიდეოსტუდია
საკონტაქტო ინფორმაცია

  • თბილისი, 0105, გ.ტაბიძის 20
  • ტელ.: (+995 32) 2 99-72-61/ 2 98-83-39/2 93-62-93
    ფაქსი: (+995 32) 2 99-72-61
  • E-mail: info@caucasianhouse.ge