ქართველ და რუს ახალგაზრდა პროფესიონალთა დიალოგი
”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი-კავკასიური სახლი” იწყებს პროექტს ”ქართველ და რუს ახალგაზრდა პროფესიონალთა დიალოგი”.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ნდობის მშნებლობასა და გრძელვადიან მშვიდობას ქართულ და რუსულ საზოგადოებებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ”კავკასიური სახლი”აცხადებს კონკურსს, დიალოგით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის.
დაწვრილებითი ინფორმაცია პროექტის შინაარსისა და კონკურსის პირობების შესახებ, იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.
პროექტი დაფინანსებულია:
”რობერტ ბოშის ფონდისა და ”შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაციის” ერთობილივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში - ”ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.”
თანადამფინანსებელი: ”ფონდი ღია საზოგადოება- საქართველო”















