ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში პირველი სამშვიდობო ორგანიზაციის "კავკასიური სახლისადმი". ჩვენ შევიტყვეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება გეგმავდა ამ ორგანიზაციის გამოსახლებას საკუთარი ოფისიდან და მისი საქმიანობის შეჩერებას სამხრეთ კავკასიაში.
ჩვენ ვიცით, რომ ქალბატონი ნაირა გელაშვილი გახლავთ გამორჩეული ხმა მშვიდობისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის საქმეში. მან ჩამოაყალიბა ხედვა მშვიდობიანი კავკასიისა, რომელიც გადალახავს "ნაციონალური სახელმწიფოების სისტემის" მიერ შექმნილ წინააღმდეგობებს. მისი ხედვა არა-მილიტარული კავკასიისა გახლავთ მეტად გაბედული ნაბიჯი და მისი სამსახური ეროვნული უმცირესობების დაცვის საქმეში უდიდეს შეფასებას იმსახურებს. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ქალბატონი ნაირა გელაშვილის მიერ გახმოვანებულ იქნა ხედვა, რომელიც სამხრეთ კავკასიას გარდაქმნის ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების პოლიგონიდან სხვადასხვა ერსა და ცივილიზაციას შორის მშვიდობიანი თანამშრომლობის არენად. მისი მოღვაწეობა აფხაზი, ჩეჩენი, ოსი, ქურთი და კავკასიის სხვა ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისათვის "კავკასიურ სახლს" აქცევს ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციად რეგიონში.
ჩვენ ყველანაირად ვურჩევთ საქართველოს, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის სხვა მთავრობებს, რომ ითანამშრომლონ "კავკასიურ სახლთან" და მისი კანონიერი ოფისიდან გამოსახლების ნაცვლად მისცენ საშუალება მათ, რომ ემსახურონ სამხრეთ კავკასიას.
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება გახლავთ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი კონსტრუქციული გზა.
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ საღი აზრი იმარჯვებს და "კავკასიური სახლიც" გააგრძელებს მუშაობას ამ მძიმე დროს.
იოჰან გალტუნგი - ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებელი, ნორვეგია
ელჩი ჯუზეპე კასსინი - იტალიის ყოფილი ელჩი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, იტალია
დოქტორი კრეგ ზელიზერი - ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის მშვიდობის მეცნიერების კათედრის გამგე, აშშ
ჯონ სუტერი - ტრანსფორმაციული პოლიტიკის ცენტრი, აშშ
დოქტორი სიდნი გრინბლატი - სირაკუზის უნივერსიტეტის მაქსველის სკოლის პროფესორ ემერიტუსი, აშშ
იუჯინ შულგინი - საერთაშორისო პენ კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ნორვეგია
არიელ დორფმანი - ცნობილი ჩილელი დრამატურგი, ჩილე
ხელმოწერები გრძელდება















