ქართული პენ-ცენტრისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს

ქართული პენ-ცენტრისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის
მიმართვა
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს
 
ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,
 
ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ საქართველოში უძველესი სამშვიდობო ორგანიზაციის "კავკასიური სახლის" შენობა, რომელიც 1998-2000 წლებში ფონდი "ჰორიზონტის" მიერ იქნა აღდგენილი, გადაეცეს სხვა ორგანიზაციებს.
"კავკასიური სახლი" კულტურათა შორისი დიალოგის ცენტრია.  ეს ის ადგილია, სადაც ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ კავკასიაში მოგვარდეს კონფლიქტები და დამყარდეს მშვიდობა.  კავკასიელ ხალხთა შორის დიალოგის ფასილიტაციისათვის ეს ორგანიზაცია იყენებდა კულტურულ, შემოქმედებით, სამეცნიერო პოტენციალს, რომელიც ამ ქვეყნებში იყო.  "კავკასიური სახლი" უძველესი სამშვიდობო ორგანიზაციაა სამხრეთ კავკასიაში.  მისი თავმჯდომარე, ქალბატონი ნაირა გელაშილი გახლავთ  კარგად ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომელსაც სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.  "კავკასიურმა სახლმა" აღზარდა რამოდენიმე ახალი თაობა, რომელიც სამშვიდობო პროცესს ემსახურება.
ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მოვითხოვთ, რომ მთავრობამ არ გამოასახლოს "კავკასიური სახლი" მისი ოფისიდან, რადგანაც ეს გამოიწვევს სამშვიდობო ინიციატივების შეფერხებას.
ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ის იშვიათი ადგილი საქართველოში, სადაც საფუძველი ეყრება მშვიდობასა და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში.
 
 
დოქტორი იოჰან გალტუნგი, ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებელი, ნორვეგია
დოქტორი მეთიუ ევანჯელისტა, კორნელის უნივერსიტეტი, აშშ
დოქტორი დიმოსთენის იაქჩიუგლუ, თურქეთი
დოქტორი ლანდონ ჰენკოკი, კენტის უნივერსიტეტი, აშშ
ჯულიანო პრანდინი, როდნდინეს მშვიდობის ციტადელი, იტალია
ჯულიანა გოდენიგო, იტალია
მაურიციო პრანდინი, იტალია
ნიაკა ფანტასია, იტალია
დოქტორი პოლა გარბი, ირვაინის უნივერსიტეტი, აშშ
ლარი კამერმანი, კინორეჟისორი, აშშ
 
ხელმოწერები გრძელდება

 

 

 

გამოცემები
ფოტო გალერეა
ვიდეოსტუდია
საკონტაქტო ინფორმაცია

  • თბილისი, 0105, გ.ტაბიძის 20
  • ტელ.: (+995 32) 2 99-72-61/ 2 98-83-39/2 93-62-93
    ფაქსი: (+995 32) 2 99-72-61
  • E-mail: info@caucasianhouse.ge