,,შაბათ-კვირის სკოლის" მოსწავლეთა გამოსაშვები ზეიმი
2011 წლის 27 მარტს ჩატარდა ,,კავკასიური სახლის" ,,შაბათ-კვირის მრავალეროვანი სკოლის" მე-16 ნაკადის მოსწავლეთა გამოსაშვები ზეიმი. მაყურებლებს შორის იყვნენ: სკოლის პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები, ,,კავკასიური სახლის" თანამშრომლები, წინა ნაკადების მოსწავლეები, მოწვეული სტუმრები და სხვები.
ბავშვებმა წარმოადგინეს საკონცერტო პროგრამა: სიმღერები, ცეკვები, მხატვრული კითხვა.
ჭადრაკის მასწავლებელმა, ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა გიორგი თურმანაულმა სკოლის ჭადრაკის ტურნირში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადასცა საჩუქრები.
სტუმრებმა დაათვალიერეს ბავშვების ნამუშევრები: ხელგარჯილობის გაკვეთილზე ნაძერწი ფიგურები, აპლიკაციები და ნახატები.
კონცერტის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სკოლის დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატები, სკოლის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები, ბავშვების საერთო სურათიანი კალენდარი და საჩუქრები.
ზეიმზე ნაჩვენები იქნა მოსწავლეების მიერ გადაღებული ფილმები.