სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება კახეთის რეგიონის განვითარებისათვის
პროექტის მიზანია: კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების გააქტიურება კულტურის სფეროში თანამონაწილეობითი პროგრამებისა და საზოგადოებრივი სერვისების გაუმჯობესებისათვის.
პროექტის მონაწილე და მიზნობრივი ორგანიზაციები:
- 1. „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი";
- 2. სათემო კავშირი „ნუკრიანი";
- 3. კავშირი - „მედია-ცენტრი კახეთი";
- 4. კავშირი - „ნაფარეული";
- 5. თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური;
- 6. გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური;
- 7. სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახური;
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
- 1. მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები გაივლიან თეორიულ კურსებს: სტრატეგიული დაგეგმვა (4-დღიანი, ადგილი: თელავი), კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა (3-დღიანი, ადგილი თელავი) და პროექტების წერა (3- დღიანი, ადგილი თელავი), პროექტის მენეჯმენტი (3-დღიანი, ადგილი: თელავი);
- 2. მოწვეული ექსპერტების კონსულტაციებითა და საჯარო განხილვების ორგანიზებით, მონაწილე ორგანიზაციები შეიმუშავებენ საკუთარი ორგანიზაციის (სამსახურის) სტრატეგიული განვითრების ხედვასა და გეგმას (სამთავრობო ორგანიზაციები: კულტურის სფეროში, არასამთავრობო ორგანიზაციები ორგანიზაციის განვითარების ზოგად სტრატეგიას);
- 3. მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები (თითო მუნიციპალიტეტის სამთავრობო და არსამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად) შეიმუშავებენ და სპეციალურ კომისიას წარუდგენენ პროექტს კულტურის სფეროში. პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 4.000 ევროს. დამტკიცებულ პროექტს ერთობლივად განახორციელებენ შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან პროექტში მონაწილე არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები. თანხას მიიღებს, შესაბამისი მუნიციპალიტეტის არასამთავრობო ორგანიზაცია;
- 4. პროექტების განხორციელებამდე მონაწილეებს ექნებათ საშუალება გაიარონ თეორიული კურსი: ზოგად მენეჯმენტში და პროექტების მართვაში.
- 5. პროექტის დასასრულს გამოიცემა ჟურნალი, სადაც დაიბეჭდება ექვსივე მონაწილე ორგანიზაციის მიერ პროექტის ფარგლებში შემუშავებული სტრატეგიები, ინფრომაცია მუნიციპალიტეტისა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული მცირე კულტურის პროექტების შესახებ.
პროექტის ხანგრძლივობა: 18 თვე; დასაწყისი: 01.02.2010















