ლიტერატურული პროექტი - ”საუბრები ლიტერატურაზე”


 

ლიტერატურული პროექტი - "საუბრები ლიტერატურაზე" ტარდება კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიური სახლის" ეგიდით. ლიტერატურული საღამოები იმართება თვეში ორჯერ, ხუთშაბათობით 18:00 საათზე.

პროექტის "საუბრები ლიტერატურაზე" მიზანია თანამედროვე ქართველ მწერლებთან, ლიტერატორებთან, პოეტებთან და მკითხველებთან შეხვედრა; ლიტერატურის, წიგნის პოპულარიზაცია; ერთმანეთისთვის შთაბეჭდილებების, მოსაზრების გაზიარება, ახალი ნაწარმოებების გაცნობა. უკვე ჩატარდა შეხვედრები პოეტ გაგა ნახუცრიშვილთან, მწერალ ბაჩო კვირტიასთან, მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილთან, პოეტ გიორგი ბუნდოვანთან, მწერალ ირაკლი ლომოურთან.

პროექტმა საკმაო დაინტერესება გამოიწვია როგორც ლიტერატორთა წრეში, ასევე მკითხველ საზოგადოებაში. საღამოები შუქდება პრესით და ტელევიზიით.

 

გამოცემები
ფოტო გალერეა
ვიდეოსტუდია
საკონტაქტო ინფორმაცია

  • თბილისი, 0105, გ.ტაბიძის 20
  • ტელ.: (+995 32) 2 99-72-61/ 2 98-83-39/2 93-62-93
    ფაქსი: (+995 32) 2 99-72-61
  • E-mail: info@caucasianhouse.ge